1-3 | 4-5 | 6-7 | 8-10 | |
თვალსაჩინოების და ტერმინოლოგიის გამოყენება | არ იყენებს | იყენებს იშვიათად | იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს | იყენებს ახალ ტერმინოლოგიას |
ამოცანის გადაჭრის გზა | ვერ პოულობს პრობლემის გადაჭრის რომელიმე გზას | პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას მაგრამ ვერ ამოხსნის | პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს,მიყვება მას ხარვეზებით | პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს ბოლომდე ახდენს მის რეალიზებას |
კვლევის მიმდინარეობის აღწერა | არასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს | ჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ ეტაპს | ჩამოთვლჲს კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებს | დეტალურად ჩამოთნლის კვლევის პროცესის ეტაპებს |
მსჯელობის დასაბუთება | უმარტივესი სტანდარტული გამოთვლების ჩატარება | მარტივი სტანდარტული გამოთვლების ჩატარება | შედარებით რთული სტანდარტული გამოთვლების ჩატარება | რტული სტანდარტული გამოთვლებბის ჩატარება |
დასკვნა | ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს | აკეთებს ნაწილობრივ სწორ დასკვნებს | აკეთებს ძირითად დასკვნებს | აკეთებს სრულფასოვან დასკვნებს |
вторник, 20 декабря 2011 г.
შეფასების რუბრიკა
პროექტი
პროექტის სახელწოდება | წყლის თავისებურება |
პროექტის აქტუალობა | ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჰიპოთეზირების უნარის განვითარებას |
პროექტის მიზნები | მოსწავლეებმა უნდა გაიგონ როგორ იცვლება ტემპერატურის ცვლილებისას წყლის სიმკვრივე |
მონაწილეთა ასაკი | 15-16 წელი |
ვადები/ხანგრძლივობა | 3 დღე |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეებმა უნდა გაიგონ როგორ ნაწილდება წყალი ტემპერატურის მიხედვით ღრმა წყალსატევებში |
საჭირო რესურსები | კონკრეტული წყაროების დასახელება.ფურცლები.ფოტო აპარატი. |
წიანასწარი ცოდნა | წყალი სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში.წყალი ბუნებაში. |
საგანი და პროცედურები | ფასდება ინფორმაციის მოძიება,მსჯელობა მოდელირება,კომუნიკაცია. |
პროექტის მსვლელობა | Iაქტივობა ხდება მოსწავლეთა დაყოფა სამ ჯგუფად,პირველ დღეს ერთ ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია წყლის ცირკულაციის შესახებ, II ჯგუფს წყლის შემადგენლობაზე,ხოლო III ჯგუფს წყლის ბინადრებზე ინფორმაციის მოძიება. IIაქტივობა IIდღეს ლაშქრობის დაგეგმვა ლაჯანურ ჰესის წყალსაცავთან. IIIაქტივობა III დღეს ლაშქრობის განხორციელება.სურათების გადაღება. |
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან | გაიღრმაონ ცოდნა სიმკვრივეზე,გაარკვიონ სიმკვრივის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. |
პროექტის ხელმძღვანელი | გიული მახარობლიძე |
ელ. ფოსტა | giulimaxaroblidze@gmail.vom |
ვებ-გვერდი/ბლოგი | www |
გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში
გაკვეთილის თემა | საშუალო სიჩქარისა და გავლილი მანძილის განსაზღვრა თანაბრაჩქარებული მოძრაობისას |
სწავლების საფეხური | IX კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 5 |
განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე | არ არის |
მნიშვნელობა და აქტუალობა | დაკვირვების,აღწერის კლასიფიკაციის უნარჩვევების განვითარება. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარებათ, გადაწყვიტონ მექანიკის ძირითადი ამოცანა და გრაფიკების მეშვეობით განსაზღვრონ მოძრაობის მახასიათებელი პარამეტრები. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | ეროვნული სასწავლო გეგმის VIII. 5 სტანდარტი: მოსწავლე აღწერს სხეულთა აჩქარებულ მოძრაობას; მოსწავლე აღწერს რაოდენობრივ კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სისიდეებს შორის; ადეკვატურად იყენებს ტერმინოლოგიას, ფორმულებს, თანაბარაჩქარებული მოძრაობის დასახასიათებლად და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. მოსწავლეები დაინტერესდებიან სამუხრუჭე მანძილისა და სამუხრუჭე დროის განსაზღვრით. |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებს აქვთ შესწავლილი თანაბარაჩქარებული მოძრაობა,სიჩქარისა და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები და ფორმულები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ფასდება მოსწავლეთა სასწავლო მუშაობაში მონაწილეობა-ჩართულობა. შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით,რომელიც წინასწარ ეცოდინებათ მოსწავლეებს. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო(გედენიძე,ლაზარაშველი), ინფორმაციების ერთ-ერთი წყარო და თვალსაჩინოება http://physics.aidio.net/konspeqti/kinematika.php http://ka.wikipedia.org/wiki/პორტალი:ფიზიკა |
გაკვეთილის მსვლელობა | გაკვეთილი იწყება საშინაო დავალების ანალიზით. I აქტივობა: კითხვა-პასუხი 10 წუთი. კითხვები: როგორ განასხვავებთ სიჩქარის გრაფიკის საშუალებით მოძრაობა შენელებულია თუ აჩქარებული? როგორ გამოვთვალოთ სიჩქარის გრაფიკის მეშვეობით აჩქარება? როგორი სახე აქვს სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულას? რა პარამეტრების დადგენა შეგიძლიათ სიჩქარის ზოგადი ფორმულიდან? II აქტივობა: ამოცანის ამოხსნა საშუალო სიჩქარის გამოთვლაზე 5წუთი (მთელ კლასთან). მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს საშუალო სიჩქარის ფორმულას. IIIაქტივობა.სიჩქარის გრაფიკის გამოყენებით გავლილი მანძილის გამოსათვლელი ფორმულის დადგენა.სამუხრუჭე დროის და სამუხრუჭე მანძილის ფორმულის დადგენა 15წთ. IVაქტივობა. წყვილებში მუშაობა თანაბარშენელებული მოძრაობის გავლილი მანძილის ფორმულის დადგენა და ამ ფორმულით შესაბამისი ამოცანის ამოხსნა. 5წთ. Vაქტივობა: რეფლექსია. ახალი მასალის განმტკიცება კითხვა პასუხი და სტრატეგია 3;2;1. ის გამოყენება 5წთ. VI აქტივობა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას გავლილი მანძილის ფორმულის გამოყენებაზე. 5წთ |
Подписаться на:
Сообщения (Atom)