გაკვეთილის თემა | საშუალო სიჩქარისა და გავლილი მანძილის განსაზღვრა თანაბრაჩქარებული მოძრაობისას |
სწავლების საფეხური | IX კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 5 |
განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე | არ არის |
მნიშვნელობა და აქტუალობა | დაკვირვების,აღწერის კლასიფიკაციის უნარჩვევების განვითარება. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარებათ, გადაწყვიტონ მექანიკის ძირითადი ამოცანა და გრაფიკების მეშვეობით განსაზღვრონ მოძრაობის მახასიათებელი პარამეტრები. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | ეროვნული სასწავლო გეგმის VIII. 5 სტანდარტი: მოსწავლე აღწერს სხეულთა აჩქარებულ მოძრაობას; მოსწავლე აღწერს რაოდენობრივ კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სისიდეებს შორის; ადეკვატურად იყენებს ტერმინოლოგიას, ფორმულებს, თანაბარაჩქარებული მოძრაობის დასახასიათებლად და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. მოსწავლეები დაინტერესდებიან სამუხრუჭე მანძილისა და სამუხრუჭე დროის განსაზღვრით. |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებს აქვთ შესწავლილი თანაბარაჩქარებული მოძრაობა,სიჩქარისა და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები და ფორმულები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ფასდება მოსწავლეთა სასწავლო მუშაობაში მონაწილეობა-ჩართულობა. შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით,რომელიც წინასწარ ეცოდინებათ მოსწავლეებს. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო(გედენიძე,ლაზარაშველი), ინფორმაციების ერთ-ერთი წყარო და თვალსაჩინოება http://physics.aidio.net/konspeqti/kinematika.php http://ka.wikipedia.org/wiki/პორტალი:ფიზიკა |
გაკვეთილის მსვლელობა | გაკვეთილი იწყება საშინაო დავალების ანალიზით. I აქტივობა: კითხვა-პასუხი 10 წუთი. კითხვები: როგორ განასხვავებთ სიჩქარის გრაფიკის საშუალებით მოძრაობა შენელებულია თუ აჩქარებული? როგორ გამოვთვალოთ სიჩქარის გრაფიკის მეშვეობით აჩქარება? როგორი სახე აქვს სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულას? რა პარამეტრების დადგენა შეგიძლიათ სიჩქარის ზოგადი ფორმულიდან? II აქტივობა: ამოცანის ამოხსნა საშუალო სიჩქარის გამოთვლაზე 5წუთი (მთელ კლასთან). მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს საშუალო სიჩქარის ფორმულას. IIIაქტივობა.სიჩქარის გრაფიკის გამოყენებით გავლილი მანძილის გამოსათვლელი ფორმულის დადგენა.სამუხრუჭე დროის და სამუხრუჭე მანძილის ფორმულის დადგენა 15წთ. IVაქტივობა. წყვილებში მუშაობა თანაბარშენელებული მოძრაობის გავლილი მანძილის ფორმულის დადგენა და ამ ფორმულით შესაბამისი ამოცანის ამოხსნა. 5წთ. Vაქტივობა: რეფლექსია. ახალი მასალის განმტკიცება კითხვა პასუხი და სტრატეგია 3;2;1. ის გამოყენება 5წთ. VI აქტივობა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას გავლილი მანძილის ფორმულის გამოყენებაზე. 5წთ |
вторник, 20 декабря 2011 г.
გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий